ადგილობრივი მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა ხულოში

29 ივლ 2023

ხულოში ადგილობრივი მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. კულტურულ ღონისძიებაში ათამდე სხვადასხვა ადგმინისტრაციული ერთეულის აქტიური ქალი იყო ჩართული, რომლებმაც ხელნაკეთი ნივთები და სოფლის მეურნეობის პროდუქცია წარმოადგინეს.

პარალელურად მოეწყო მაღალმთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი კერძების მომზადების მასტერკლასი.