„სან ანტონიომ“ სანდრო მამუკალშვილს კონტრაქტი გაუგრძელა

28 ივლ 2023

ოფიციალურად სან ანტონიო სპურსმა სანდრო მამუკელაშვილთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. კლუბი ხელშეკრულების პირობებს არ ასაჯაროებს, თუმცა მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ქართველი კალათბურთელი თანამშრომლობის გაგრძელების შემთხვევაში, სეზონში 2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. სპურსმა სანდრო 2023 წლის 3 მარტს, მას შემდეგ გაიფორმა, რაც ფორვარდი მილოუოკი ბაქსს დაემშვიდობა, სადაც სათამაშო დრო არ ჰქონდა. “მამუმ” სან ანტონიოს რიგებში 19 მატჩი ჩაატარა და აქედან 7 სასტარტო ხუთეულში დაიწყო. მისი საშუალო სტატისტიკა 23,3 წუთში 10,8 ქულა, 6,8 მოხსნა და 2.4 პასი იყო.