სოფელ ნაღვარევში სპორტული მოედანი მოეწყო

28 ივლ 2023

სოფელ ნაღვარევში სპორტული მოედანი მოეწყო.  მოზარდებს შეუძლიათ ითამაშონ როგორც ფეხბურთი, ასევე კალათბურთი. მოედანი აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით.  ასევე, მიმდინარეობს ჩირუხის მთის სტადიონის მშენებლობა.      

წელსვე დაგეგმილია ახალდაბის, პაპოშვილების, მაწყვალთის, ნაღვარევისა  და ღომას მთის სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციაც, რისთვისაც ჯამში მუნიციპალიტეტი 337 000 ლარს დახარჯავს.