ბიზნესმენის დაჭრისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

27 ივლ 2023

საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კერძოდ, პირს ბრალდება წარედგინა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე.