დღეს კონფერენსლიგაზე ორი ქართული კლუბი ითამაშებს

27 ივლ 2023

დღეს უეფას კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართული კლუბი ქუთაისის "ტორპედო" და გორის "დილა" ითამაშებს.

პირველ შეხვედრაში "ტორპედო" შინ ყაზახურ "აქტობეს" დაუხვდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

გორის "დილა" კი პოლონეთის ქალაქ ტიხიში უკრაინულ პოლტავის "ვორსკლას" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

ამ გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირებები ერთი კვირის შემდეგ 3 აგვისტოს არის ჩანიშნული.

წარმატებების შემთხვევაში მესამე ეტაპზე "ტორპედოს" მეტოქე სოფიის "ცსკა-სა" და რუმინულ "სეპსის" შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო "დილა" ნიქოზიის "აპოელ-ისა" და სერბულ "ვოივოდინას" წყვილში უმჯობესს დაუპირისპირდება.