იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა

27 ივლ 2023

იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა. შესაბამისი რეზოლუცია იტალიის პარლამენტის ზედა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების რეზოლუციას იტალიის სენატის 130-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ჰოლოდომორი - ანუ 1932-1933 წლების მასობრივი შიმშილობა, უკრაინელი გლეხებისგან სურსათის სრულმა კონფისკაციამ გამოიწვია. ამ მიზეზით გამოწვეულ შიმშილს სულ ცოტა 5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა. ჰოლოდომორს გენოციდად მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო აღიარებს.