პერუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

26 ივლ 2023

21 ადამიანი დაშავდა პერუში, ლიმას პროვინციაში მგზავრებით სავსე ორი ფურგონისა და ერთი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახების შედეგად.  სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. 

მომხდარის  შესახებ ლურინგანჩო-ჩოსიკას ადგილობრივი ხელისუფლება კადრებს ავრცელებს, რომლებშიც  შეჯახების მომენტია ასახული.  

ერთი მოქალაქე, რომელიც  ქუჩას კვეთდა, სასწაულებრივ გადაურჩა  ავარიას.