გაბრიელ სიგუა "ბაზელმა" წარადგინა

26 ივლ 2023

საქართველოს ნაკრების წევრი გაბრიელ სიგუა ოფიციალურად შვეიცარიული "ბაზელის" ფეხბურთელია. 18 წლის სიგუამ "ბაზელთან" 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სიგუა ბაზელის ისტორიაში მე-2 ქართველი ფეხბურთელია - 2006 წელს შვეიცარიულ გუნდში მიხეილ ყაველაშვილი თამაშობდა.

"ბაზელი" შვეიცარიის 20 გზის ჩემპიონია. კლუბს ამ დროისთვის გერმანელი ნიკო შულცი წვრთნის.