პრემიერ-მინისტრი როტშილდების კომპანიის მმართველ დირექტორს შეხვდა

25 ივლ 2023

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი როტშილდის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დოკუმენტი, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და რომლის მიზანია, ქვეყანა გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.