24 ივლ 2023
უკრაინის სამხრეთ პორტ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის დროს რუსეთმა 19 ტიპის რაკეტა გამოიყენა, რათა მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტისთვის - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვისას.
ზელენსკის თქმით, დაზიანდა თითქმის 50 შენობა, მათგან 25 არქიტექტურული ძეგლია, დაზარალებულ ნაგებობებს შორის იყო საბერძნეთის საკონსულო.
ფერისცვალების საკათედრო ტაძარი, რომელზეც რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა, უკრაინაში სიდიდით მეორე ეკლესიაა.