ტრანსნაციონალურ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

21 ივლ 2023

ტრანსნაციონალურ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ექვსივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ სამი დაკავებულისა და სამი ძებნილის მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომაზე ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებასა და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ გუშინ გახსნეს.