საბერძნეთს მოკაშირეები ტყის ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებიან

20 ივლ 2023

ევროკავშირის ქვეყნებმა საბერძნეთში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად სახანძრო თვითმფრინავები და ჯგუფები გაგზავნეს. 

საბერძნეთში მეხანძრეები პოლონეთიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან ჩავიდნენ, ხოლო ისრაელის სახელმწიფო ორ სახანძრო თვითმფრინავს გაგზავნის.

მეტეოროლოგები კვირის ბოლოსთვის საბერძნეთის სამხრეთში ცელსიუსით 44 გრადუსიან სიცხეებს პროგნოზირებენ.