ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია დღეს გაიმართება

20 ივლ 2023

"გამარჯვების პლატფორმა" - ამ სახელწოდებით ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია დღეს გაიმართება. წინასაარჩევნოდ კოორდინაციისთვის, ერთი ქოლგის ქვეშ და სავარაუდოდ 5 ნომრით ''სტრატეგია აღმაშენებელი'' და ''ნაციონალური მოძრაობა'' ერთიანდება.

''სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ერთობლივ განცხადებას დღეს  ოფიციალურად გააკეთებენ.

პარტიებმა უკვე ჩანიშნეს პირველი ერთობლივი ღონისძიება, რომელიც 20:00 საათზეა ჩანიშნული.