საქართველოში მიწისძვრა მოხდა

18 ივლ 2023

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი კურორტ ბახმაროდან ორ კილომეტრში იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ, პირველადი მონაცემებით, 3,6 მაგნიტუდა შეადგინა.