პრემიერ-მინისტრამ უზბეკელ კოლეგას აჭარაში უმასპინძლა

18 ივლ 2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს აჭარაში უმასპინძლა. უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის  პატივსაცემად სამუშაო სადილი გაიმართა, სადაც საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.