ყირიმის ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია 

18 ივლ 2023

ყირიმის ხიდზე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივად აღდგა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ყირიმის ხიდის მარჯვენა ზოლზე, საბორნე მიმოსვლა ცუდი ამინდის გამო კი - შეჩერებულია.

ყირიმის ხიდი გუშინ ორი აფეთქების შედეგად დაზიანდა, რამაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ძირითადი არხის დაბლოკვა გამოიწვია.