რუსეთს მოუწოდებენ შეწყვიტოს „შიმშილით თამაში“

18 ივლ 2023

რუსეთის მთავრობას უკვე  მოუწოდეს გაეროს წარმომადგენლებმა, რომ არ შეაფერხოს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი.  

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეთანხმებას ვადა ორშაბათს ამოეწურა. რუსეთმა  დატოვა ეს შეთანხმება და მხარეები გააფრთხილა, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს გემების უსაფრთხოებას. 

მოსკოვი აცხადებს, რომ საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის ხელშეწყობის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ის განიხილავს შავი ზღვის შეთანხმების გაგრძელების შესაძლებლობას.