ათენის მახლობლად  ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა

18 ივლ 2023

ათენის მახლობლად მდებარე სანაპირო ქალაქებში უკონტროლო ტყის ხანძრებმა ადგილობრივები  აიძულა დაეტოვებინათ სახლები, ხოლო საზაფხულო ბანაკებიდან ასობით ბავშვის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხანძარი, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 27 კილომეტრის მოშორებით  სოფელ კუვარასში გაჩნდა,  ძლიერი ქარის შედეგად სწრაფად გავრცელდა. 

პოლიციამ ცეცხლის გაჩენაში ეჭვმიტანილი ერთი ადამიანი დააკავა. ცეცხლს  200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 20 ჯარისკაცი, 68 სახანძრო მანქანა, 10 თვითმფრინავი და ექვსი ვერტმფრენი ებრძვის. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 81 კერაა, ყველაზე დიდი კი ათენთან.