საქართველომ სომხეთი მეორე მატჩშიც დაამარცხა

17 ივლ 2023

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში ირის ანტმანის გუნდმა მეტოქეს 3:1 სძლია. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები თეონა ბაქრაძემ, ნათია დანელიამ და თინათინ ამბალიამ გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ სომხეთის ნაკრებთან პირველი ჩატარებული  ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა 5:0 მოიგო. უახლოეს ოფიციალურ მატჩებს ჩვენი გუნდი სექტემბერში, თურქეთის და ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.