პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო საქმეთა სამინისტროში - შეფასებები

17 ივლ 2023

პოლონელი ექიმის მიერ, სავარაუდოდ კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანის მცდელობასთან დაკავშირებით, არაერთი კითხვა ჩნდება ოპოზიციაში, რომლებიც ფიქრობენ რომ მსგავსი საკითხებით სპეკულირება ''ქართულ ოცნებას'' მხოლოდ აძლიერებს, მმართველი გუნდი კი მკაფიო განმარტებების მოლოდინშია, თუ რეალურად რა განზრახვა ამოძრავებდა მედიკოსს.