''დინამო'' ბათუმმა ალბანეთში ''ტირანას'' ფრედ 1-1 ეთამაშა

13 ივლ 2023

უეფას კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო" ბათუმმა ალბანეთში "ტირანას'' ფრედ 1-1 ეთამაშა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულდა.

67-ე  წუთზე ბიძინაშვილის გადაცემის შემდეგ ანგარიში ფლამარიონმა გახსნა და ''დინამო'' წინ გავიდა.

შეხვედრის კომპოენსირებულ დროში კი ''ტირანამ'' ანგარიში გაათანაბრა . 93-ე წუთზე ჰილამ თავური დარტყმით გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირა.

დღესვე კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართული კლუბი თამაშობდა.
ქუთაისის ''ტორპედომ'' შინ ''სარაევოს'' ფრედ 2-2 ეთამაშა, ხოლო გორის ''დილამ'' გასვლაზე სლოვაკეთში ''დუნაიკა სტრედასთან'' 2-1 დამარცხდა.

საპასუხო მატჩი 20 ივლისს 21:00 საათზე ''ბათუმი არენაზე'' გაიმართება.

"დინამო" ბათუმის და ალბანეთის "ტირანას" მატჩს გულშემატკივარები სტადიონის მიმდებარედ დამონტაჟებულ მონიტორზე უყურებდნენ. ალბანეთიდან მატჩს მაყურებელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერით უყურა.