საქართველოს ქალთა ნაკრებმა სომხეთი 5-0 დაამარცხა

13 ივლ 2023

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებში ახალი მთავარი მწვრთნელის ირის ანტმანის დებიუტი წარმატებული გამოვიდა.

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სომხეთის ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

შეხვედრაში გოლები: ამბალიამ , დანელიამ , ჭყონიამ, ბაქრაძემ და პასიკაშვილმა გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები 16 ივლისს სომხეთთან კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

ქალთა ნაკრები ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის ემზადება ,რომელიც სექტემბერში დაიწყება.