დღეს "დინამო" ბათუმი ალბანეთში "ტირანას" დაუპირისპირდება

13 ივლ 2023

დღეს უეფას კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო" ბათუმი ალბანეთში "ტირანას" დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს.