"დინამო" ბათუმისა და "ტირანას" მატჩის რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია გადმოსცემს

11 ივლ 2023

13 ივლისს დინამო ბათუმი უეფას კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანას" დაუპირისპირდება.

ალბანეთიდან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს.

შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ამ კლუბს შორის განმეორებითი მატჩი 20 ივლისს ბათუმში გაიმართება.

წყვილში საუკეთესო კი მეორე ეტაპზე თურქულ "ბეშიქთაშს" შეხვდება.