ნიუ-იორკის შტატში ძლიერი წყალდიდობაა

11 ივლ 2023

ნიუ-იორკის ჰაძონის  ხეობაში  ძლიერი წყალდიდობაა, დატბორილია სახლები,  გათიშულია ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიის რაიონში მობილიზებულია მაშველთა ბრიგადები. 

აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთში კოკისპირულმა წვიმებმა მთელ რეგიონში კატასტროფული წყალდიდობის საფრთხე შექმნა.

აღმოსავლეთ ნიუ-იორკის შტატიდან ბოსტონამდე და დასავლეთ მენის შტატიდან ჩრდილო-აღმოსავლეთამდე  13 მილიონი ამერიკელი  წყალდიდობის შესახებ გააფრთხილეს.