ჩინეთში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დანით ექვსი ადამიანი მოკლეს

10 ივლ 2023

ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გუანდონგის პროვინციაში, საბავშვო ბაღში დანით ექვსი ადამიანი მოკლეს, მათ შორის სამი ბავშვი.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, საქმეზე 25 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს. 

მედიის ინფორმაციით, ბავშვების გარდა, დაზარალებულები არიან მასწავლებლები და ორი მშობელი.

 უცნობია, რა გახდა თავდასხმის მოტივი.