სამედიცინო ტურიზმის გამოფენა

09 ივლ 2023

ბათუმში სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენა დაიხურა. 

გამოფენაში 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობდა. 

ღონისძიების მიზანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება იყო, რაც ორგანიზატორების განცხადებით უზრუნველყოფს ახალი კონტაქტების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობას.