შსს-მ მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

07 ივლ 2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ მეუფე შიოს საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი საპატრიარქოში გუშინ გაკეთდა. სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა, – აცხადებდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, თუმცა მათ საკუთარი სურვილით საგამოძიებო უწყებაზე არ მიუმართავთ