07 ივლ 2023
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ბიოპოლიმერების ქიმიურ და ბიოლოგიურ ასპექტებს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში ქალთა აკადემიური კამერული გუნდის კონცერტი გაიმართა.
მუსიკალურ საღამოზე ქართული საეკლესიო ქორალები და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო მუსიკის ნომრები შესრულდა.
კონფერენცია, სოხუმის, ივანე ჯავახიშვილისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერაა ორგანიზებული.