07 ივლ 2023
ბათუმის სპორტული ცენტრის ნიჩბოსნებმა საერთაშორისო ტურნირებში 15 ოქროს, ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. წარმატებებს მიაღწიეს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ნაკრების სახელით გამართულ შეჯიბრებებში.
გამარჯვებულ ნიჩბოსნებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი შეხვდა და წარმატებები უსურვა.
ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ახალი სპორტული ინვენტარის გადაცემასთან დაკავშირებითაც.