მსოფლიო ჩემპიონატზე ვაჟთა ახალგაზრდულ ნაკრებში აჭარიდან 4 ხელბურთელი ითამაშებს

07 ივლ 2023

ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს და მარტყოფში არსებულ სარაგბო ბაზაზე ვარჯიშობს. ხელბურთელების ფიზიკურ განვითარებას რაგბის ფიზიკური მომზადების მწვრთნელი მამუკა ბაქრაძე უზრუნველყოფს.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ნორვეგიას, მონტენეგროს და მაკედონიას დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში აჭარიდან 4 ხელბურთელი ითამაშებს.

პლანეტის პირველობაზე თემურ ქამადაძე (მეკარე), ნიკოლოზ შერვაშიძე (გამთამაშებელი), ანრი აბულაძე (მარცხენა გარემარბი კუთხე) და ნუგზარ ტარიელაძე (მარჯვენა გარემარბი კუთხე) იასპარეზებს.

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2-13 აგვისტოს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება.