უკრაინაში საქართველოს ელჩმა უკრაინა დატოვა

06 ივლ 2023

უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა დატოვა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

გიორგი ზაქარაშვილმა გუშინ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მისთვის მიცემული 48 საათი 6 ივლისს, 12:00 საათზე იწურებოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა თბილისში კონსულტაციები გამართოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.