მოწამლეს თუ არა მეუფე შიო? - საპატრიარქოში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

06 ივლ 2023

მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლას სასულიერო პირთა ნაწილი ადასტურებს. აცხადებენ რომ, პატრიარქის მოსაყდრის სისხლში აღმოაჩინეს მომწამვლელი ნივთიერება დარიშხანი. 

სხვადასხვა რანგის სასულიერო პირები კი აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

ჯერ-ჯერობით, საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.