სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორად ირაკლი მხეიძე დაინიშნა

06 ივლ 2023

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორად ირაკლი მხეიძე დაინიშნა. 

ირაკლი მხეიძე 2022-2023 წლებში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე, იყო ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილე. 

წლების განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე.