იტალიის ჩემპიონატი ქართული დერბით დაიწყება

05 ივლ 2023

იტალიის სერია A-ს 2023-2024 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია. ჩემპიონატის პირველ ტურში ქართული დერბი შედგება. მოქმედი ჩემპიონი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლაზე "სერია A-ში" დაბრუნებულ გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" ესტუმრება.

სერია A-ს მომდევნო სეზონი 20 აგვისტოს დაიწყება და 26 მაისს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "ფროზინონემ" გიორგი კვერნაძე დაიმატა.