უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალია დაამარცხეს

04 ივლ 2023

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 გამარჯვება მოიპოვა.

ლადო კილასონიას მიერ გაწვრთნილმა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიას 30:17 სძლიეს და  ბონუს-ქულის აიღება მოახერხეს, რითაც ისტორიული შანსი აქვთ, ნახევარფინალში ითამაშონ.

21:00 საათიდან მსოფლიოს პირველობის მასპინძელი სამხრეთ აფრიკა ეტლონში არგენტინას უმასპინძლებს. თუ ეს შეხვედრა დასრულდება ფრედ ან არგენტინა ბონუს ქულის გარეშე მოიგებს, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ითამაშებს.