მორატორიუმი მშენებლობებზე

20 თებ 2017

საზოგადოება ''ბათომმა'', სხვა ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ამ ფორმით საინიციატივო ჯგუფი, ქალაქის ძველ ნაწილში ისტორიული შენობების ნგრევის პროცესისა და ბარათაშვილის 24-ში მრავალსართულიანი ნაგებობის მშენებლობის  შეჩერებას ითხოვს. ამ მიზნით მათ დღეს პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს. პეტიციის ავტორების კიდევ ერთი მოთხოვნაა, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის განხილვა-დამტკიცების პროცედურების დაუყოვნებლივ დაწყება.