აბიტურიენტები დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებს აბარებენ

04 ივლ 2023

ეროვნული გამოცდები 2023, უკვე მეორე დღეა გრძელდება. აბიტურიენტები, დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებს აბარებენ.

ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში ფუნქციონირებს. გამოცდაზე რეგისტრაცია დილის 8 საათიდან დაიწყო.

წელს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის სურვილი რეკორდულმა რაოდენობამ - 45 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.