მეწყერის გამო შეფერხებული რკინიგზის მოძრაობა აღსდგა

03 ივლ 2023

სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრის გამო მატარებლების მოძრაობა სამი დღე შეჩერებული იყო. როგორც საქართველოს რკინიგზაში განაცხადეს დღეს,17 საათიდან მოძრაობა  განახლდა.  უწყებისვე ინფორმაციით, მეწყრისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელიც. გაგახსენებთ,  მეწყრის გამო 3 ივლისის 15 მაგისტრალური და საგარეუბნო რეისი გაუქმდა. მგზავრობის საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.