02 ივლ 2023
ქართველი კიკბოქსიორი ლუკა შონია მესამე ევროპული თამაშების გამარჯვებულია
პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე ლუკა შონიამ 75 კგ. წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში უკრაინელი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ამ დროისთვის ქართულ დელეგაციას 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს.
მედლის სინჯის მიხედვით კი 49 ევროპულ დელეგაციას შორის მე-18 ადგილს იკავებს.