ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება

01 ივლ 2023

ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფაქტობრივად დასრულებულია, - ამის შესახებ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, წელს არც ერთი კოვიდრეგულაცია არ იმოქმედებს. ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.