ქართველი მოკრივე ლაშა გურული ევროპული თამაშების ფინალშია

30 ივნ 2023

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე ქართველი მოკრივე ლაშა გურული ფინალში იასპარეზებს. ნახევარფინალში გურულმა უნგრელი რიჩარდ კოვაჩი დაამარცხა, ფინალში ქართველი მოკრივის მეტოქე ფრანგი სოფიანე ოუჰიმა იქნება. ფინალური შეხვედრა 1-ელ ივლისს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა უკვე მოიპოვა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.