"დინამო" ბათუმი სუპერთასის ფინალში გავიდა

30 ივნ 2023

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის პირველი ფინალისტი "დინამო ბათუმი" არის.
სამტრედიაში გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბათუმელებმა პენალტების სერიაში 6-5 ქუთაისის "ტორპედო" აჯობეს.

რაც შეეხება მატჩის ძირითადი დროსა და დამატებით ტაიმებს ფრედ 0-0 დასრულდა.

გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ირაკლი ბუღრიძეს  "დინამოს" მეკარემ ანტონ ჩიჩკანმა აუღო და შავიზღვისპირელები ფინალში გავიდნენ.

ფინალის მეორე საგზურისთვის  დღეს გორის "დილა" და "დინამო" თბილისი იბრძოლებენ.