საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

29 ივნ 2023

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს, რომლებიც პირველი ივლისიდან, 31 ივლისის ჩათვლით შესრულდება.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 06:30 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან დედაქალაქის მიმართულებით რეისი 14:30 საათზე შესრულდება.

მათივე განმარტებით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია,"საქართველოს რკინიგზის" ვებ-გვერდის საშუალებით: ticket.railway.ge, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.