უკრაინის ქალაქ დონეცკზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

29 ივნ 2023

ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა  აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკის დაბომბვის შედეგად. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემებს ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია, ახლომდებარე შენობებში ჩამტვრეულია ფანჯრები.

კულემზინი სარაკეტო თავდასხმაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. კიევი  აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკზე საჰაერო თავდასხმას არ გამოხმაურებია.