კალიფორნიაში სარკინიგზო ავარია მოხდა

29 ივნ 2023

სამგზავრო მატარებელი, რომელიც სიეტლში მიემგზავრებოდა და მასში 190-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, კალიფორნიის მურპარკში წყალმზიდ სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შედეგად  ნაწილობრივ რელსებიდან გადავიდა. 

ავარიის შედეგად მატარებლის რვა მგზავრი  სხეულის საშუალო  დაზიანებებით   საავადმყოფოში გადაიყვანეს.