28 ივნ 2023
პარიზის ნანტერის გარეუბანში პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მოზარდის გარდაცვალება გახდა, რომელსაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.
პროკურატურის ინფორმაციით, გუშინ დილით ავტომობილის გაჩერების ბრძანების შეუსრულებლობის გამო პოლიციელმა 17 წლის ბიჭს ესროლა.
პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ საქმე ახლა მკვლელობის მუხლით არის აღძრული და დაიწყო გამოძიება.