28 ივნ 2023
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი, 7-8 მარტის აქციების საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და 2 500-2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობაში ედავებოდა.
ადვოკატის განცხადებით, სხდომაზე მოსამართლე მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას დაეყრდნო, ვიდეოკადრებში კი ჯაფარიძისა და მოსიაშვილის სამართალდარღვევა არ იკვეთებოდა. მისივე განმარტებით, დადგენილების ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტილებას 10-დღიან ვადაში გაასაჩივრებენ.