30 წელია ბელარუსი ემზადებოდა და ემზადება ომისთვის - ლუკაშენკო

27 ივნ 2023

რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე  ბელარუსის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა მინსკში  ოფიცრების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ქვეყანაში არავის გამოსულა.

ლუკაშენკოს განცხადებით, დღეს სუვერენული ბელარუსისა და მთელი მსოფლიოს ისტორიაში უკიდურესად რთული პერიოდია.

ბელარუსის ლიდერი ამბობს, რომ თუ რუსეთი დაიშლება, ყველა ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდება, ყველა დაიღუპება.