პირველ ივლისამდე საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუარესდება - გარემო

28 ივნ 2023

29 ივნისიდან პირველი ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 30 ივნისს და 1 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი.

“მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.